ირაკლი ღარიბაშვილი 8-შვილიან თანამშრომელს დედის დღეს პირადად მიულოცავს

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 23:32

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედის დღეს პირადად მიულოცავს 8-შვილიან თანამშრომელს შორენა თოფურიას. მინისტრის ბრძანებით, მრავალშვილიანი ქალბატონი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდება.

შორენა თოფურიას ერთ–ერთ შვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული, სამინისტრო სრულად დაუფინანსებს სწავლას. ბაღის საფასური აუნაზღაურდებათ მრავალშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან შვილებსაც, სრულწლოვან შვილებს კი საშუალება მიეცემათ, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირება შსს–ში გაიარონ;

შორენა თოფურია საშტატო პოზიციიდან 2005 წელს გაათავისუფლეს. მას შეუჩერდა კაპიტნის წოდება და დღემდე ხელშეკრულების საფუძველზე, მინიმალური ანაზღაურებით, შსს აკადემიის თანამშრომელია. მინისტრის ბრძანებით, იგი შტატიანი თანამშრომელი გახდება და წარდგენილი იქნება პოლიციის წოდების მინიჭებაზე.

გარდა ამისა, მინისტრის სახელით დედის დღეს, სამინისტროს წარმომადგენლები მრავალშვილიან თანამშრომლებს რეგიონებშიც მიულოცავენ. ისინი საჩუქრებსა და ფულად პრემიებს მესტიაში მცხოვრებ 6 შვილის დედას ნანი გამყრელიძეს და ქობულეთის რ–ნის სოფ.ბუკნარში მცხოვრებ, ასევე 6 შვილის დედასაც გადასცემენ.

მესტიაში მცხოვრები 6 შვილის დედას, ნანი გამყრელიძის ორ სტუდენტ ქალიშვილს სწავლის საფასურს შსს სრულად აუნაზღაურებს, მრავალშვილიანი დედის 29 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით სტაჟირებას შსს–ში გაივლის; სამინისტროსგან საჩუქრად ნანი გამყრელიძეს პერსონალურ კომპიუტერს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, დედის დღესთან დაკავშირებით დასაჩუქრდება ქობულეთის რ–ნის სოფ. ბუკნარში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა ნანული ასაბაძე.მას ოჯახის ორი ინვალიდი წევრის – ქმარ–შვილს სამკურნალოდ ბანკის სესხი აქვს აღებული. შს მინისტრის ბრძანებით, სამინისტრო დავალიანებას სრულად აუნაზღურებს და ასევე მედიკამენტების ხარჯებს დაუფარავს; ნანული აბესაძის 21 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით შსს–ში სტაჟირებას გაივლის; მინისტრის ბრძანებით, ოჯახი დასაჩუქრება პერსონალური კომპიუტერითაც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4