ინდოეთის ოკეანეში ჩაძირული უძველესი კონტინენტი აღმოაჩინეს

, 03 მარტი, 2013 - 12:45

ინდოეთის ოკეანის ფსკერზე, სავარაუდოდ, სუპერკონტინენტ „როდინიას“ ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც მილიარდი წლის წინ არსებობდა. გეოლოგებმა კონტინენტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, მავერიკის კუნძულზე აღმოაჩინეს.  გეოლოგების ყურადღება კუნძულზე მიწამ მიიპყრო, რომლის შემცველობაში შედიოდა მინერალი ცირკონი. როგორც გეოლოგები ამბობენ, ცირკონი ჩნდება მაგმური მთების შიგნით. ამიტომ, ნაპოვნი მინერალები დაკარგულ კონტინენტს უნდა ეკუთვნოდეს.

პროფესორ ოსლო ტრონდ ტორსვიკის თქმით, კუნძულზე ნაპოვნი ნარჩენებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ფრაგმენტები 2 მილიარდიდან 600 მილიარდი წლის წინ იქნა ჩამოყალიბებული და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად აღმოჩნდნენ ზედაპირზე მაგმის სახით.

ზემოთ ხსენებულის დასამტკიცებლად საჭიროა კვლევების გაგრძელება, რაც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული.

როდინია-არის სუპერკონტინენტი, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც დედამიწა ერთი კონტინენტისა და ერთი ოკეანისაგან შედგებოდა, თუმცა მის ადგილმდებარეობაზე დღემდე დაობენ მეცნიერები.

რაც შეეხება კუნძულ მავერიკს, ის არც ისე დიდი ხნის წინ, 8 მილიონი წლის წინაა ჩამოყალიბებული ვულკანური ამოფრქვევის შედეგად.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51