სამწლიანი კურსი არ ითვლება უმაღლეს იურიდიულ განათლებად - ალექსანდრე ალადაშვილი

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 18:34

საბუთებში, რომელიც მე მოვიპოვე, აღნიშნულია, რომ სამწლიანი კურსი არ ითვლება იურიდიულ განათლებად. სადავო და გასარკვევი აქ არაფერია, დიპლომი სახეზეა, - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი.

"წერილები დღესაც ძალაშია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის სახელზეა, მთავარი ის არის, რომ  ეს ეხება სამწლიან სწავლებას", - განაცხადა ადვოკატმა.

ალადაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის მიერ პროკურატურაში წარდგენილი დოკუმენტები ფალსიფიცირებულად ცნო.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილმა დოკუმენტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ბასარიონ ალავიძის იურიდიული განათლება ეჭქვეშ დგებოდა. ალავიძის საქმეზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოკვლევა დაიწყო და ალადაშვილის წარდგენილი დოკუმენტები ფალსიფიცირებულად ცნო. კერძოდ, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  აღნიშნულ საქმეზე მოკვლევით დამტკიცდა, რომ მტკიცებულებები ბესარიონ ალავიძეს არ ეხება და სხვა პირების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41