სახელმწიფო დაცვის სანაცვლოდ, ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მევაჭრებოდა - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 18:33

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა, სადაც პრეზიდენტი თვითმფრინავში  განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სანაცვლოდ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ევაჭრებოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა გარკვეული წინაპირობის სანაცვლოდ. 

"დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები. ქვეყანაში მიდის ინტენსიური დებატები საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ზეწოლა მიდიოდა ჩემს თანამებრძოლებზე, ზოგიერთი დეპუტატის შვილი დაიჭირეს და ამის გამო გადაწყვიტა მან ხმის მიცემა; ზოგიერთს დაემუქრნენ, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა არ გატყდა. მერე იფიქრეს, იქნებ რამენაირად მივუდგეთ პრეზიდენტსაცო. იყო ღია შემოთვლები არა მხოლოდ პარლამენტარების, არამედ დიპლომატების მეშვეობითაც", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მისი ამოცანაა, ქვეყანა წინ წავიდეს, შეჩერებული პროექტები გაგრძელდეს, ხოლო პოლიტიკური კინკლაობა მის ინტერესებში არ შედის. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტით სარგებლობაზე უარი განაცხადა და რამდენიმე დღეა პირადი ელექტრო მობილით დადის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5