სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 15 წლის გოგონას სასჯელი დააკისრეს

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 18:21

მალდივიზე 15 წლის გოგონას, რომელიც წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო საკუთარი მამინაცვლის მხრიდან, 100 ჯოხის დარტყმა ხვდა სასჯელად. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

გოგონამ სასჯელი იმიტომ მიიღო, რომ სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე ჰქონდა, რაც მალდივის კანონებს ეწინააღმდეგება. სასჯელის მოხდა გადაიდო იქამდე, სანამ მას 18 წელი შეუსრულდება, მანამდე კი ის სახლში უნდა იყოს გამოკეტილი.

გოგონას მამინაცვალს 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ასევე დაპატიმრებულია გოგონას დედაც, როგორც ძალადობის თანამონაწილე. როგორც გაირკვა, მან იცოდა დანაშაულის შესახებ, უფრო მეტიც, მან ამშობიარა გოგონა, როდესაც მან ბავშვი გააჩინა მამინაცვალისგან.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46