ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 18:14

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ საკუთარი განჩინების დროს განაცხადა, რომ დაცვის მხარეს საკუთარ შუამდგომლობაში არ მოუყვანია არც ერთი ახალი გარემოება, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდნენ ისინი ახალაიასთვის აღკვეთი ღონისძიების 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას.

სასამართლოზე დამსწრეების დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი. ასევე პროტესტის სახით ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამაც დატოვა დარბაზი, პროცესი მის გარეშე გრძელდება.

შეგახსნებთ, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45