ანტიკვარული ნივთები, ხშირ შემთხვევაში, ცუდი ენერგეტიკის მატარებელია

, 03 მარტი, 2013 - 18:08

ყველა ნივთი საკუთარი ენერგეტიკის მატარებელია, ამიტომ თუ თქვენ ანტიკვარიატის მოყვარული ხართ, იცოდეთ, რომ ზოგიერთი ნივთი შეიძლება საშიში იყოს. რა ვქნათ, თუ რაიმე ნივთი მემკვიდრეობით გადმოგვეცა და როგორ დავიცვათ თავი ანტიკვარიატის ცუდი ზეგავლენისაგან?

თითოეულ ჩვენგანს აქვს ნივთი, რომლის მფლობელი უკვე გარდაცვლილია, განსაკუთრებით ეს ეხება ანტიკვარს. ეს ნივთები გადაეცემა თაობებს, ხოლო მათ წარმატება მოაქვთ, თუ ცუდი ენერგეტიკის მატარებელნი არიან, არავინ იცის. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეპყროთ ასეთ ნივთებს.

არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა გათვალისწინებაც შეგიძლიათ ასეთ ნივთებთან. პირველ რიგში, არ ღირს ისეთი აქსესუარების ტარება რომელთაც ადამიანი გარდაცვალების წინ ატარებდა, ავადმყოფობის დროს სარგებლობდა,  ან სულაც მათი ტარების დროს გარდაიცვალა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ შეიძლება ყველაფრის გაჩუქება, გარდა ფეხსაცმლისა, რადგან მას აქვს ყველაზე ცუდი ენერგეტიკა. ასევე საშიშია გარდაცვლილის თილისმების, ჯვრების, ამულეტებისა და რელიგიური წიგნების გაჩუქება, რადგან მათ შეუძლიათ ცუდი ზეგავლენა მოახდინონ იმ ადამიანზე, ვის მფლობელობაშიც გადავა ესა თუ ის ნივთი.

ასევე მნიშვნელოვანია გარდაცვლილი ადამიანის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, თუ ახლობელი ადამიანის ნივთია და მასთან კარგი ურთიერთობა გქონდათ, ეს ნივთი ზიანს ვერ მოგიტანთ და თუ უცხო ადამიანი იყო ან მასთან  ცუდი ურთიერთობა გქონდათ,  არ ღირს ამ ნივთის აღება.

როგორ გავარკვიოთ, თუ როგორი ენერგეტიკის მატარებელია ნივთი? ყველაზე მარტივი ხერხი: თუ ნივთი პატარაა, მაშინ აიღეთ ის და მიიდეთ გულზე, დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს, თუ ეს ნივთი დისკომფორტს შეგიქმნით, ნუ მიიღებთ ამ საჩუქარს ან ნუ იყიდით მას.

არსებობს ნივთის ცუდი ენერგეტიკისგან გაწმენდის სხვადასხვა მეთოდები, თუმცა, ნაკურთხი წლის პკურება ან მარლიან წყალში ჩადება ყველაზე გავრცელებულია უძველესი დროიდან. კიდევ შეიძლება ანთებული სანთლის შემოტარება ამა თუ იმ ნივთზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5