სააკაშვილი პროვოკაციის მოწყობას ცდილობს - პაატა ზაქარეიშვილი

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 17:53

ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არანაირი საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადებას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აკეთებს. მისი თქმით, ამ რეგიონში რაიმე სახის პრობლემაზე საუბრები არ არის.

"მე შეშფოთება გამოვთქვი სააკაშვილის იმ პროვოკაციულ გამოსვლებზე, რომლებსაც ის ბაქოდან ჩამოსვლის შემდეგ აკეთებს. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უპასუხისმგებლო განცხადებები. ბოლო წლებში მართლაც, არავითარი საუბრები არ არის ჯავახეთსა და ქვემო ქართლში რაიმე პრობლემებზე, მაგრამ სააკაშვილი ცდილობს პროვოკაციის მოწყობას. რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას როგორც ჯავახეთში, ისე ქვემო ქართლში, ცალსახად და მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მას ამ პროვოკაციებიდან არაფერი გამოუვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა რუსეთის ახალ სცენარზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმ სცენარს ამზადებს, რაც მან საქართველოსთან მიმართებაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთი ამ მიზნით ოლიგარქებს, რუსულ კაპიტალს, შანტაჟს და სხვადასხვა პროვოკაციულ გზებს იყენებს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინააღმდეგ რუსეთში შეიქმნა დიასპორა რამდენიმე მილიარდერის, მათ შორის ალეკპეროვის და სადიკოვის მეთაურობით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39