მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა გენერალური ასამბლეა გამართა

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 17:44

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში პირველი ორგანიზაციული გენერალური ასამბლეა გამართა.

ასამბლეაში 35 მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ასამბლეის მონაწილეები სკოლებში არსებულ აქტიურ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და ახალგაზრდულ კლუბებს წარმოადგენდნენ, მათ ასამბლეის ფარგლებში, გამგეობის მომავალი წევრები აირჩიეს და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ღონისძიების ერთ-ერთ სესიას ევროპის სკოლის მოსწავლეთა საორგანიზაციო ბიუროს გამგეობის წევრი დეიან ბოჯანიჩი (ბრიუსელი) წარუძღვა.

გენერალური ასამბლეის მიზანი მოსწავლეთა პრობლემების, გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ხელშესაწყობად კონკრეტული მექანიზმების შემუშავება იყო.

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი არასამთავრობო, ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს სკოლებში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისია სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა და მათი ინიციატივების ხელშეწყობაა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4