ქუთაისის მერიის კულტურის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 17:02

ქუთაისის მერიის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს თემურ ცამციშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ცამციშვილს გამოძიება 2011 წელს ჩატარებული ტენდერის დროს ერთ-ერთი შპს-სთვის ზედმეტად 6000 ლარის გადარიცხვას ედავება.

თავად ცამციშვილი წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან დღევანდელ დაკითხვაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

მას ბრალი 182-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46