მართლმადიდებლური სამყარო დღეიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს

, 03 მარტი, 2013 - 22:24

მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ მართლ-მადიდებლური ეკლესია დღეიდან უძღები შვილის შვიდეულს აღნიშნავს. უძღები შვილის კვირეული დიდმარხვის მოსამზადებელი  პერიოდია. უძღები შვილის კვირა იგივე ხორციელის კვირაა,  რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეებია. ხორციელის კვირას ყველიერი მოსდევს.

ყველიერის კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი მსგეფსია, მაგრამ ხორცისა და ხორცის პროდუქტების მიღება უკვე აღარ შეიძლება, თუმცა, შესაძლებელია რძის, რძის პროდუქტების, თევზისა და კვერცხის მიღება. ეს ყველაფერი ადამიანებს ამზადებს მარხვისთვის,რომ მას არ გაუჭირდეს მისი შენახვა, ამიტომ ნელ-ნელა იწყებს მომზადებას ჯერ მიიღებს ხორცს, მერე უარს ამბობს მის მიღებაზე, შემდეგ რძის ნაწარმზე. ამის შემდეგ აღდგომის მარხვის შენახვას იწყებს.

 სახარებაში უძღები შვილის იგავია მოთხრობილი: ერთ პატიოსან და მდიდარ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა, უმცროსმა თავისი წილი ქონება მოსთხოვა მამას, მამამ შვილს თხოვნა შეუსრულა. შვილმა თავისი კუთვნილი ქონებით სახლი დატოვა და უცხო მხარეში წავიდა, სადაც მან არაწმინდა, უწესო ცხოვრება დაიწყო და მთელი ქონება გაანიავა. შვილი ისე გაღარიბდა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება ვეღარ შეძლო, მამასთან დაბრუნდა და ყველაფერი შეინანა. მამამ შვილის სინანული დაინახა, აპატია და ლხინი გამართა.

ეს იგავი გვასწავლის, რომ მონანიება არასოდეს არის გვიან, რაც არ უნდა ცოდვილები ვიყოთ. უძღები კვირის კვირადღეს ტაძრებში სახარებიდან სწორედ ეს ადგილი იკითხება, ხოლო ხორციელ შაბათს ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება სრულდება.

წელს დიდმარხვა 18 მარტს დაიწყება. მარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 5 მაისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.72
  • 1.45