დაცვის მხარე ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვს

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 16:37

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე შს-სა და თავდაცვის ექს–მინისტრ ბაჩანა ახალაიას ადვოკატებმა მისი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

არგუმენტად კი ის დაასახელეს, რომ აღარ არსებობს ბაჩო ახალაიას მიმალვის საფრთხე, რადგან იგი მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი ნებით წარდგა და საქმეზე ყველა მოწმე დაკითხულია.

ადვოკატების შუამდგომლობას პროკურატურა არ ეთანხმება და ბრალდების მხარის მოთხოვნას ეთანხმება, რომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.

ამ დროისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, მას ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5