პროკურატურაში მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე წარდგენილი დოკუმენტები ფალსიფიცირებულია

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 15:29

მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ განათლებასთან და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის საბჭო აცხადებს, მომჩივანი ადვოკატის ალექსანდრე ალადაშვილის მიერ პროკურატურაში წარდგენილი დოკუმენტები ფალსიფიცირებულია და . აღნიშნულ საქმეზე მოკვლევით დამტკიცდა, რომ მტკიცებულებები ბესარიონ ალავიძეს არ ეხება და სხვა პირების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედია საშუალებში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით დაინტერესდა იმ საქმის დეტალებით, რომელიც შეეხებოდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ განათლებას და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქმესთან დაკავშირებით, ახალი გარემოებები გამოიკვეთა, ალექსანდრე ალდაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემულ დიპლომთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2001-2005 სასწავლო წელს, მაშინ როდესაც ბესარიონ ალავიძეს 1995-1998 წლებში აქვს მიღებული განათლება", - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46