საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 15:03

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან ვითარების გარკვევას ითხოვს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გუშინდელმა ბრიფინგმა და პრემიერის ოჯახის კუთვნილ ტელევიზიაში ირაკლი ტრიპოლსკის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მივმართავ, სასწრაფოდ გაარკვიოს, რა პოლიტიკურიო ზეწოლის ქვეშ იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების გამო მიიღო. მისი თქმით, ბერძენიშვილს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში მის მრჩევლად გადასვლა შესთავაზა, რაც მისი დაწინაურება იქნებოდა, თუმცა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46