პროკურატურის ახალი ბრალდებაც ვერანაირი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება - ჩიორა თაქთაქიშვილი

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 14:40

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას დაკავება და მისთვის ახალი ბრალის წაყენება პოლიტიკური მიზნით არის მოტივირებული.

"ქართული ოცნების" მიერ მართული პროკურატურა ვერ ახერხებს მტკიცებულებებით გაამყაროს ის ბრალდებები, რაც ახალაიას წაუყენეს და ამატებს ახალ ბრალდებას, რომელიც ასევე ვერ დასტურდება ვერანაირი მტკიცებულებებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროცესი არის პოლიტიკური და მათი მიზანია,  ბაჩო ახალაია იყოს ციხეში, მიუხედავად იმისა, რა დანაშაულში დასდებენ ისინი ბრალს", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46