ევროვიზიაზე ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი იმღერებენ

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 13:48

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს პირველად გამოიყენა საკუთარი უფლება და საქართველოს წარმომადგენელი, შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა. "ევროვიზია 2013-ზე" საქართველოს სახელით წარდგებიან მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი. კონკურსი მომავალი წლის მაისში, შვედეთში, ქალაქ მალმაში გაიმართება.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი შეასრულებენ კომპოზიციას სახელწოდებით "Waterfall" (ჩანჩქერი). სიმღერა, რომელიც ლირიკული პოპის მოტივებზეა შექმნილი, მეტნაკლებად წააგავს პასტორა სოლერის შარშანდელი ევროვიზიის ჰიტს.

რამდენიმე დღის წინ ქართველმა კონკურსანტებმა წარადგინეს სიმღერა და მას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა მსმენელისგან, თუმცა, უმრავლესობა თვლის, რომ წინა წლებთან შედარებით ეს საუკეთესო ნომერია და მეტიც, ხალხის აზრით, ისინი საუკეთესო ათეულშიც კი უნდა შევიდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45