"ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები“ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული უსამართლობის გამოსწორებას ითხოვენ

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 13:30

"ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა" ფიქსირებული და მობილური ტელეფონებიდან სერვისის „112“ სასარგებლოდ 20-50 თეთრის დაქვითვასთან დაკავშირებით, ახალ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართეს. ისინი ხელისუფლებას სთავაზობენ გამოასწორონ წინა მთავრობის მიერ დაშვებული უკანონობა და გააუქმონ აღნიშნული გადასახადი.

„ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები“ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი და მაშინდელი ოპოზიციონერები ასევე აპროტესტებდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედს იტოვენებ, რომ ახალი მთავრობა გააუქმებს მას.

„ჩვენ ზუსტად ერთი წლის წინ ამავე ადგილზე, ამავე საკითხთან დაკავშირებით გავმართეთ საპროტესტო აქცია. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, მაშინ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძარაობა იყო, რომელიც, როგორც წესი, უყურადღებოდ ტოვებდა საზოგადოების პრობლემებს, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლებაშია ზუსტად ის ხალხი, ვინც მაშინ ჩვენსავით აპროტესტებდა ამ საკითხს. სწორედ ამიტომ მივმართავთ მათ, რომ გამოასწორონ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული უსამართლობა და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს შეუმსუბუქონ ფინანსური პრობლემები“, -განაცხადა „ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ლაშა აივაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა“ ამ თემასთან დაკავშირებით 2012 წლის 4 თებერვალსაც გამართეს გამაფრთხილებელი აქცია.

საქართველოში ფიქსირებული და მობილური ქსელის 4 500 000-მდე აბონენტია და მათგან ამოღებული თანხა წლიწადში დაახლოებით 10-12 მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46