სარწყავი სისტემების 35-მდე სხვადასხვა სპეციალისტი გადამზადდა

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 13:17

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ინიციატივით, 35-მდე სარწყავი სისტემების სხვადასხვა სპეციალისტი გადამზადდა. ერთვიანი სასწავლო-გადამზადების კურსი მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორმა, ამზომველ-გეოდეზისტმა და ჰიდრომეტრის სპეციალისტმა გაიარა.  ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები მელიორაციის კომპანიის დირექტორმა, ვაჟა კირტავამ გადასცა.

„სათანადო სტაჟირების და საწარმო პრაქტიკის გავლის შემდეგ, საუკეთესოები საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში დასაქმდებიან“, - განაცხადა ვაჟა კირტავამ. მისივე თქმით, საგაზაფხულოდ იგეგმება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა. უახლესი ტექნიკის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებისა და ათვისებისათვის აუცილებელი გახდა მექანიზატორების გადამზადება.

“გადამზადებული და კვალიფიციური ტრაქტორისტ-მემანქანეების არსებობა კი, საშუალებას მოგვცემს მომზადებული შევხვდეთ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას“, - აღნიშნა მან.

დღეისათვის, მიმდინარეობს სამელიორაციო ტექნიკის ოპერატორთა II ნაკადის გადამზადება. დაგეგმილია სატუმბი სადგურის ელ.მეკანიკოსების, მექანიზმების შემკეთებლების, მშენებლების (შემდუღებლების, მებეტონეების) სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.

ტრეინინგები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ACF International-ის” დააფინანსებით, სახელმწიფო კოლეჯმა „სპექტრმა“ ჩაატარა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41