შსს–ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ეგვიპტის დელეგაციას შეხვდნენ

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 13:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოსთან შსს–ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებისა და ეგვიპტის ინვესტიციების განხორციელების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესის შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.

ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმები: პოლიციის ეთიკის კოდექსი და სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგია.

საქართველოს მოკლევადიანი ვიზიტით ეგვიპტის ინვესტიციების განხორციელების სამინისტროს წარმომადგენელთა და ექსპერტთა დელეგაცია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით სტუმრობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46