შსს-მ საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიხეილ ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში დააკავეს. მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ორი „ეფ-1"-ის ტიპის ხელყუმბარა და ერთი საკვამლე კოჭა ამოიღეს.

დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება) მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46