ფრანგულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოთი დაინტერესება

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 12:40

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციაში, რომელიც საფრანგეთში 800 ათასამდე საწარმოს აერთიანებს.

ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას, ფრანგულმა მხარემ დაადასტურა დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოთი და ასევე იმ ნაბიჯებით, რომელსაც ხელისუფლება დგამს ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით.

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საბანკო ჯგუფის „სოსიეტე ჟენერალის“ მიწვევით, ჯგუფის სათაო ოფისში გამართულ საქმიან სადილზე ფინანსთა მინისტრმა და ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივაზე. „სოსოეტე ჟენერალის“ მხრიდან გამოითქვა სურვილი გაფართოვდეს ჯგუფის საქმიანობა საქართველოში. საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროში შემდგარი მოლაპარაკებებისას, განიხილეს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის საკითხები.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის ბიზნესფედერაციასთან. ისინი იმედიანად არიან განწყობილნი ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ბიზნეს-კონფედერაციის წარმომადგენლები აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, რათა ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა „სოსიეტე ჟენერალის“ სათაო ოფისში, სადაც შევხვდით იმ სამსახურებს, რომლებიც ფარავენ კავკასიის რეგიონს. მათი სურვილია გააფართოონ საქმიანობა საქართველოში, დააფინანსონ ჩვენი ექსპორტი, მოიძიონ ახალი ბაზრები. შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება. რაც შეეხება საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროში გამართულ დიალოგს, საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. ასევე, ვისაუბრეთ იმ პერსპექტივის შესახებ, რომელიც არსებობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში 3 მარტს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46