წითელი ჯვრის საზოგადოება ხანდაზმულთა დღის სოციალურ ცენტრს ახმეტაში გახსნის

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 13:48

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) ხანდაზმულთა დღის სოციალურ ცენტრს 4 მარტს, ქ. ახმეტაში გახსნის.  აღნიშნული სოციალური ცენტრი პროექტის - „სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის საქართველოში, ერთობლივად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ ფარგლებში იხსნება.

პროექტი ხორციელდება ევროკომისიისა და დანიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით და მისი მიზანია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა ძირითადი სერვისების, რესურსებისა და პოლისების შემუშავების გზით საქართველოში, ასევე შესაძლებლობების გაძლიერება და პარტნიორობის გაუმჯობესება სოციალური სტრატეგიების განვითარებისა და უმწეო ხანდაზმულთა მდგრადი მომსახურებისათვის სწჯს-ს ფილიალებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მიზნობრივ ადგილებში.

შეგახსენებთ, რომ სწჯს-ის ახმეტის ფილიალში უკვე მიმდინარეობს სწჯს-ის კიდევ ერთი პროექტი „ვიმოქმედოთ ერთად“, რომლის მხარდამჭერია ავსტრიის წითელი ჯვარი და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA). პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სოციალური ჩართულობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობა.

სოციალური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება სწჯს-ის ახმეტის ფილიალში (ჩოლოყაშვილის #77) ა.წ. 13 მარტს, 14:00 სთ-ზე.

ღონისძიებას დაესწრებიან სწჯს-ის პრეზიდენტი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და ავსტრიის წითელი ჯვრის დელეგაცია და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5