ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 20:46

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ ბერძენიშვილმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, მისთვის გაუგებარია არხის ხელმძღვანელის ეს გადაწყვეტილება, როცა 4 წლის განმავლობაში ქმნის არხის პოლიტიკას "მოამბის" გუნდთან ერთად და ეს პოლიტიკა ყველა რეზოლუციასა თუ, დასკვნაში მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი დაბალანსებული, თუმცა თანამდებობიდან გათავისუფლებას მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

" ბარათაშვილი რამდეჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო, თუმცა რატომ არ უნდა გასულიყო ეთერში, პასუხი არ ჰქონდა.მანამდე ითხოვდა კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის თემა და პრემიერის ბრიფინგები, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა საკითხი, რომელიც ახალი ხელისუფლების ქმედებებს უკავშირდება, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში გაშუქებულიყო', - განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ ამაზე ვერ შეთანხმდებოდნენ, რადგან ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა კერძო ტელევიზია.

მისივე თქმით, გათავისუფლებამდე გიორგი ბარათაშვილისგან სამი წინადადება მიიღო - "შემომთავაზა ფული, სხვა თანამდებობაზე გადასვლა, თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნას, სამსახურიდან გამათავისუფლებდა", - აცხადებს ხათუნა ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს მიმართავს,  აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და ვიდრე სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41