ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 20:08

საქართველოს მაკდონალდსის ქსელმა ევროპის მასშტაბით საუკეთესო შეფასება მიიღო. სპეციალური ჯილდო საქართველოს მაკდონალდს 2012 წლის საუკეთესო მაჩვენებლებისთვის ამ დღეებში გადაეცა და მისი ნახვა რუსთაველზე არსებულ ფილიალში მისულ ყველა მომხმარებელს შეუძლია.

სწრაფი კვების წამყვანი გლობალური ქსელი მაკდონალდსი ასეთ ჯილდოს ყოველწლიურად სხვადსხვა მონაცემის ანალიზის შედეგად აწესებს და საუკეთესო რეზულტატების მქონე მხოლოდ ერთ ქვეყანას გადასცემს.

მაკდონალდსის მენეჯმენტის ინფორმაციით, მკაცრი შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ხარისხი და სერვისი, ფინანსური რეზულტატები, გეგმის შედეგების ანალიზი, საიდუმლო მომხმარებლის ვიზიტების შეფასება და სხვა.

კომპანიის განმარტებით, შეფასებისას ყველაზე მეტი ყურადღება ექცეოდა იმას, რომ მაკდონალდსის პროდუქცია იქმნება უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი დანამატებისა და ჰორმონების გარეშე, ხოლო საკვები რაციონი გამდიდრებულია სულ უფრო მეტი ხილითა და ბოსტნეულით.

„გვიხარია და გვეამაყება, რომ ევროპაში საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. პროდუქტი, რომელსაც ჩვენი სტუმრები და თანამშრომლები ასე გემრიელად მიირთმევენ, შემოწმების რამდენიმე ეტაპს და ხარისხის კონტროლის საფეხურებს გადის. ინტენსიური კონტროლი ხორციელდება როგორც პროდუქტებზე, რომლისგანაც საკვები მზადდება, ასევე უკვე მზა პროდუქციაზე. მაგალითად, სანამ თქვენ იყიდით ,,ბიგმაკს’’ ის შემოწმების 98 საფეხურს გადის. ხორცი გადის ხარისხის 50-მდე შემოწმებას. კარტოფილი ფრის მოსამზადებლად ვიყენებთ საუკეთესო ჯიშების კარტოფილს, რომლის შესასწვავად გამოიყენება მხოლოდ 100%-იანი მცენარეული ზეთი. ასე რომ, ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქციას,“ აცხადებენ მაკდონალდსში.

რაც მთავარია, კომპანია ასევე ცდილობს საკვები კიდევ უფრო ჯანმრთელი გახადოს, მაგალითად შეამციროს ცხიმიანობა, მარილიანობა. ასევე მისი მენიუ გამდიდრებულია მცენარეული საკვების ფართო არევანით, როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. მაგალითად Happy Meal-ში არის შესაძლებლობა მშობელმა აირჩიოს ფრეში, ვაშლი და იოგურტი.

როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, მიღებული პრესტიჟული ჯილდო არის სტიმული, რომ მაკდონალდსი კიდევ უფრო განვითარდეს, საუკეთესო მომსახურება, ჯანსაღი და უგემრიელესი მენიუ შესთავაზოს მომხმარებლებს. გარდა ამისა, გაგრძელდება საქველმოქმედო პროექტები და განხორციელდება მწვანე ინიციატივები.

მაკდონალდსი არის რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელი. მსოფლიოს 119 ქვეყანაში მაკდონალდსის 34,000-ზე მეტი რესტორანი ყოველდღიურად დაახლოებით 68,000,000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 6 ფილიალი აქვს - ოთხი თბილისში, და ერთი ქუთაისსა და ბათუმში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5