ჯაბა სამუშია მერიას კოოპერატიული ბინათმშენებლობების პრობლემების მოუგვარებლობაში ადანაშაულებს

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 20:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია და ფრაქციის "ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა დღეს მიმდინარე პრობლემები პირადად მოისმინეს და დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას დაჰპირდნენ. როგორც ჯაბა სამუშიამ ჯურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

"ქალაქის მერია სრულ სტაგნაციაშია. გიგი უგულავამ და მისმა მოადგილეებმა საკუთარი სკამებისა და თანამდებობების შესანარჩუნებლად დედაქალაქში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერეს და გაყინეს. ის დაპირებები, რაც მათ თავის თავზე ჰქონდათ აღებული, არ სრულდება. ერთ-ერთი ამის ნათელი მაგალითია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემაც, რომლის მოგვარება უკვე დაიწყო ცენტრალური მთავრობის დონეზე, თუმცაღა, ქალაქის მერი ამ კუთხით არაფერს აკეთებს იმ კომპეტენციის ფარგლებშიც კი, რაც მას ევალება. ეს არის, როგორც ადგილობრივი ქონების გადაცემა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის, ასევე იმ მიწების დარიგება, რომლის ვალდებულებაც 2010 წელს თავის თავზე აიღო ქალაქის მერიამ. სამწუხაროდ, დედაქალაქის მთავრობას ამ მიმართულებით ნაბიჯიც არ აქვს გადადგმული”,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და 4500 ოჯახის ზრუნვა ქალაქის მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41