„საბას“ ელექტრონული წიგნების უფასო აპლიკაცია Apple Store-ზე განთავსდა

შაბათი, 02 მარტი, 2013 - 11:40

iPhone-ის, iPad-სა და iPod Touch-ის მფლობელებს თიბისი ბანკის მიერ შექმნილი „საბას“ ელექტრონული წიგნების წაკითხვა უკვე  ინტერნეტის გარეშეც შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა ჩამოტვირთოთ App Store-დან უფასო აპლიკაცია Saba Reader, პირველი შესვლისას გამოიყენოთ saba.com.ge-ზე თქვენი სახელი/პაროლი და თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა, მუდმივად თან გექნებათ თქვენს iOS მოწყობილობებთან ერთად.

„საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში შექმნილი პირადი ონლიან ბიბლიოთეკა სინქრონიზებულია Saba Reader-ის აპლიკაციასთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შეძენილი წიგნები, Saba Reader-ის აპლიკაციის საშუალებით, ავტომატურად იდება თქვენს iOS ბიბლიოთეკასთან. ანუ, თქვენ ერთხელ იძენთ წიგნს და ის თქვენთვის ყველა iOS მოწყობილობაშია ხელმისაწვდომი. მათ ჩამოსატვირთად წიგნის ყდაზე ხელის ერთხელ შეხებაა საჭირო.

Saba Reader პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ თიბისი ბანკმა 3 თვის შექმნა. ის საზოგადოებას სთავაზობს ასობით საუკეთესო ქართული და უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს - ლიტერატურული პრემია „საბას“ სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ასევე კლასიკურ ლიტერატურას და თანამედროვე ქართულ თუ უცხოურ ბესთსელერებს, ელექტრონული სახით.

saba.com.ge-ზე ელექტრონული წიგნების წაკითხვა შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპიუტერით, ლეპტოპით, iPhone-ის, iPad-ის და iPod Touch-ით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5