ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ხალხთა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 19:21

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ხალხთა პარტიის ვიცე-პრეზიდენტს, იუსტიციის, თავისუფლებისა და უშიშროების საკითხებში ევროკომისარ ფრანკო ფრატინის, ევროპის ხალხთა პარტიის თავჯდომარის მოადგილე იაჩეკ სარიუზ-ვოლსკისა და საგარეო ურთიერთობების მდივან ნიკოლას ბრიკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს. მინისტრმა ევროპის ხალხთა პარტიის წარმომადგენლებს სამინისტროს განვითარების 2013 წლის სტრატეგია და უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილი მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ესაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46