საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ ეროვნული პროგრამა (ANP) დაამტკიცა

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 19:13

მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი დამტკიცდა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ ნატოს გენერალურ მდივანს გადაეგზავნება. დოკუმენტი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა სფეროებში რეფორმების გეგმებს მოიცავს და უწყებათაშორისი რამდენიმეთვიანი კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს. 

რამდენიმე დღის წინ ქ.ბრიუსელში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია იმყოფებოდა, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი პოლიტიკური კომიტეტის დონეზე განიხილეს. ნატოელმა პარტნიორებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს დოკუმენტის სრულყოფილად მომზადებისათვის.

წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2009-2010-201-2012 წლების წლიური ეროვნული პროგრამები ნატოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული. 2013 წლის პროგრამა რიგით მეხუთე დოკუმენტია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45