ბაჩო ახალაიას პროცესი ხვალისთვის გადაიდო

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 19:08

ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის და მათთან ერთად ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ჩამოაყალიბა მტკიცებულებათა ნუსხა, მათ მოითხოვეს მოწმის სახით მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დაკითხვა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ დაცვის მხარის არც ერთი მოთხოვნა საქმესთან შემხებლობაში არ არის.

მოსამართლეს დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია და ხვალინდელ პროცესზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე აღნიშნულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხომაზე დააკმაყოფილა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა და მას ორი ბრალდება მოუხსნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5