მე თითოეული თანამშრომლის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ - ირაკლი ღარიბაშვილი

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 18:57

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლებს ფულადი პრემიებით წაახალისებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განმარტა, დაგეგმილია დახმარებები შსს-ს მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვისაც.

"მე დავპირდი თითოეულ თანამშრომელს, რომ ვიზრუნებდი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ეს არის დასაწყისი და მომავალში კიდევ ვგეგმავთ ღონისძიებებს. ჩემი ინიციატივით, სამინისტრო იზრუნებს თითოეული თანამშრომლის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი ბიუჯეტი კი საკმარისია იმისთვის, რომ ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლებს სახელფასო დანამატები გავუკეთოთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს დღეიდან ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი - 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი - 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი - 500 ლარს მიიღებს. დღეიდან ასევე ამოქმედდა მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000-ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად მიიღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46