ჩვენ გვაინტერესებს, აქვს თუ არა წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება - გოგა ხაჩიძე

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 18:12

ჩვენ გვაინტერესებს, აქვს თუ არა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, უმაღლესი იურიდიული განათლება, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ხაჩიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თეა წულუკიანს აქვს უმაღლესი განათლება, ჯერჯერობით არ დასტურდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, გოგა ხაჩიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ეს საკითხი პიროვნულად არავის აინტერესებს და ეს არის კანონის მიერ დაყენებული მოთხოვნა.

"ჩვენი კანონმდებლობა ადგენს და პროკურატურის შესახებ 31-ე კანონი ამბობს, იმისათვის, რომ გახდე პროკურორი, სამი რამ მოგეთხოვება: სტაჟი, გარკვეული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მესამე მოთხოვნა არის უმაღლესი იურიდიული განათლება", - აღნიშნა ხაჩიძემ.

გოგა ხაჩიძის თქმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი არის პროკურორიც და მას გარკვეულ შემთხვევებში აქვს უფლება ბრალი წაუყენოს უმაღლესი თანამდებობის პირებს. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანის შესახებ დადასტურდა ინფორმაცია, რომ მას არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, დადგება კითხვა, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ბოლო დროს ადამიანების დაკითხვა.

შეგახსენებთ, რომ " საზოგადოებრივმა მაუწყებელმა " სიუჟეტი მოამზადა, რომლის თანახმადაც, თეა წულუკიანის სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობებია და დიპლომშიც საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.

ცნობისთვის, გუშინ გოგა ხაჩიძემ გააკეთა განცხადებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5