სამთო-სათხილამურო სპორტის მეოთხე ეტაპი სტარტს ბაკურიანში 3 მარტს აიღებს

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 18:12

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი სტარტს ბაკურიანში 3 მარტს აიღებს.

მეოთხე ეტაპი დიდველის ფერდობზე სამი დღის მანძილზე გაგრძელდება, 5 მარტის შეჯიბრი უამინდობის გამო გამოტოვებული იმ სტარტის ნაცვლად ტარდება, რომელიც მესსამე ეტაპის პირველ დღეს ჩაიშალა.

საქართველოს თასი სამთო-სათხილამურო სპორტში, კომპანია სილქნეტის გენერალური სპონსორობით უკვე მესამე წელია ყოველ ზამთრის სეზონზე ტარდება ვაჟებისათვის და გოგონებისთვის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

- ბავშვები I, დაბადების წელი 1999-2000

- ბავშვები II, დაბადების წელი 1997-1998

- მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1996 და უფროსი.

შეჯიბრებები სამი დღის მანძილზე შემდეგნაირად გადანაწილდა 3 მარტს სპორტსმენები სპეციალურ სლალომში იასპარეზებენ, 4 და 5 მარტს კი დიდველის ფერდობზე გიგანტური სლალომის ტრასა მოეწყობა.

სპორტსმენების მიერ დაგროვებული ქულებით სეზონის ბოლოს საქართველოში მოქმედი საუკეთესო სპორტული ჯგუფი გამოვლინდება.

საქართველოს თასის გათამაშება, ზამთრის სეზონის მანძილზე - ბაკურიანში, მესტიასა და გუდაურში, შვიდ ეტაპად ტარდება. ეტაპებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენების გარდა, მონაწილეობას საქართველოში არსებული სპორტსკოლების მოსწავლეებიც იღებენ. წლის საუკეთესო მოთხილამურეებს კი უჩნდებათ შესაძლებლობა საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვან.

შეჯიბრებების სრული კალენდარი და სიახლეები, მუდმივად განახლებულ რეჟიმში, განთავსებულია   საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ww.gsf.ge

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46