რუსეთი აზერბაიჯანს, საქართველოს მსგავსად, ოლიგარქებს, რუსულ კაპიტალს და შანტაჟს უმზადებს - მიხეილ სააკაშვილი

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 12:58

ბაქოდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმ სცენარს ამზადებს, რაც მან საქართველოსთან მიმართებაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთი ამ მიზნით ოლიგარქებს, რუსულ კაპიტალს, შანტაჟს და სხვადასხვა პროვოკაციულ გზებს იყენებს. სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთში შეიქმნა დიასპორა რამდენიმე მილიარდერის, მათ შორის ალეკპეროვის და სადიკოვის მეთაურობით.

”სადიკოვი არის გარდაბნელი და ამ სადიკოვმა განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლახანს გამოსულ ჩახალიანზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ჩახალიანი უკვე რამდენიმე წელია ჯავახეთის ავტონომიას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღევანდელი სიტუაცია მას 90-იან წლებს ახსენებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46