გიორგი თევზაძე ქართული მიწების შეძენაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამართლებრივი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 17:38

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქართული მიწების ინტენსიური ტემპით შეძენის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციებით ცნობილია, განსაკუთრებით აქტიურობენ ინდოელები, ჩინელები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. განსაკუთრებით ეს ფაქტები გახშირდა კახეთის რეგიონში. ეს ტენდენცია ხელისუფლების მხრიდან სწორ, კორექტულ და კანონიერ რეაგირებას საჭიროებს. ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი სწორად განხორციელებული ინივესტიციების, მაგრამ როცა მცირემიწიანი ქვეყანას წარმოვადგენთ, რასაც ემატება საზოგადოების სოციალური სიდუხჭირე, აუცილებლად უნდა არსებობდეს სწორი სახელმწიფო პოლიტიკა პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების პრიორიტეტულ დაცვას და გარკვეულ სამართლებრივი შეზღუდვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ქართული მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ჩვენ პრიორიტეტულ მიმართულებად ვგულისხმობთ საქართველოს მოქაალქეებისათვის ყველა აუცილებელი წინაპირობის შექმნას, რათა სოციალური გაჭირვების გამო ქართველი გლეხის მფლობელობაში არსებული მიწა არ აღმოჩნდეს მარტივად უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში, რამაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ინტენსიური სახე მიიღო. როგორც საზოგადოებაში გაჟღერებული ინფრომაციით ხდება ცნობილი, მიმდინარეობს მიზანმიმართული რეკლამირება საქართველოში და უცხოეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაინტერესებლად და მიწების შემძენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად. ამან კამპანიური სახე შეიძინა. ამ ტენდენციის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში, ქართული საზოგადოების გაჭირვებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება უახლოეს წლებში მივიღოთ ქართული სახელწოდების სოფლები უცხოელთა ბინადრობით, და ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა ნეგატიური ტენდენციებით. აგრარული ბაზრის მიმართ დაწყებული პოლიტიკა მისასალმებელია, თუმცა სწორად წარმართვის შემთხვევაში შედეგს გამოიღებს რამდენიმე წელიწადშო, რა პერიოდშიც, შესაძლებელია ქართული მიწის ბაზარი დაიკარგოს საქართველოს მოქალქეებისათვის. უცხოელების აქტიურობა ამ ტენდენციაზე უკვე მიუთითებს. ამიტომ ხელისუფლების გადაუდებელ ამოცანას და ვალდებულებას წარმოადგენს ქართული მიწის ბაზრის საკანონმდებლო რეგულირება იმ მიმართულებით, რომ დადგინდეს სამართლებრივი შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწების შეძებისას, შესაძლებელია ეს შეზღუდვები უკავშირდებოდეს რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ბინადრობასთან და სხვა მოთხოვნებთან, რომელიც დაარეგულირებს უცხოეთა გამოკვეთილ და გაცნობიერებულ სურვილს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე. ქართული მიწის ფასი ყველაზე უკეთ ქართველმა გლეხმა იცის, მას მხოლოდ სწორი და სისტემური დახმარება ესაჭიროება სახელმწიფოსგან, რათა თვითონ უზრუნველყოს ქართულ მადლიან მიწაზე მყარად დამკვიდრება და მომავალი თაობებისათვის მიწის გადაცემა.

ამდენად ვიმედვნებთ, რომ ქართულ მიწებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა დაეფუძნება არა პიარს, არამედ ქართული ტრადიციული საკომლო მეურნეობების დაცვასა და განვითარების ხელშეწყობას", ნათქვამია უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39