დევნილებისთვის სახლები თბილისშიც აშენდება

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 17:39

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებელობა თბილისშიც შესაძლებელი გახდება. დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო გეგმაში ცვლილებები მთვარობის სხომაზე დაამტკიცეს.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, წინა ჩანაწერი იყო დისკრიმინაციული რომელიც არღვევდა დევნილთა უფლებებს, ამიტომ მთავრობის მიერ ამოღებული იქნა შეზღუდვები.

"ეს იყო დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც არღვევდა დევნილთა უფლებებს; მათ უფლებებს, ვინც ოცი წელია ცხოვრობს დედაქალაქში და სრულად ინტეგრირებულია. დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებით ამოღებული იქნა ეს შეზღუდული ნორმა განაკრგულებიდან, შესაბამისად, ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ვაწარმოოთ თბილისში და მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მშენებლობები დევნილთა განსახლებისათვის", - განაცხადა დარახველიძემ.

ცვლილებების მიხედვით, დევნილებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის კუთხით შეზღუდვა მოიხსნება და მათი განსახლება შესაძლებელი იქნება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებლების აშენებას ცვლილებამდე მოქმედი სტრატეგია კრძალავდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44