პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს - ირაკლი ალასანია

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 17:41

ისეთი განცდა მრჩება, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ და იქვე დასძინა, რომ რეგიონებში სეპარატიზმის საფრთხეს ვერ ხედავს.

მინისტრის განცხადებით, არც ჯავახეთში და არც საქართველოს სხვა რეგიონში პრობლემა არ არსებობს, ხალისუფლება კი მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს სიტუაციას.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შემაშფოთებელი და არასახელმწიფოებრივია.

ცნობისთვის, გუშინ აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმ სცენარს ამზადებს, რაც მან საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61