დღეიდან საქართველოში გაზის ტარიფი 5 თეთრით მცირდება

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 16:07

1 მარტიდან გაზის ტარიფი 5 თეთრით მცირდება, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, გაიაფება მოხდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტარიფის გაიაფების ხარჯზე.

“ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და იგი სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის. ჩვენ ყველა იმ დაპირებას შევასრულებთ, რაც ხალხს წინასაარჩევნოდ მივეცით”,- განაცხადა კალაძემ.

5 თებერვალს გამართულ პრესკონფერეციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ გაზის ტარიფი 10% პროცენტით შემცირდებოდა, თუმცა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ფასი 5 თეთრით შემცირდება.

ტარიფის კლების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაამტკიცებს.

გაზის ტარიფი დედაქალაქის მომხმარებლებისთვის 50.62 თეთრს შეადგენს ერთ კუბამეტრზე, ხოლო რეგიონებში ეს ტარიფი 49–დან 55 თეთრამდე მერყეობს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5