საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება - ნოდარ ხადური

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 16:12

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დელეგირებულ დირექტორს ჟაკ მუანვილს შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ახალი მთავრობა ახორციელებს სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო და ურბანული განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის გახსნისთვის.

„ვფიქრობ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. AFD-ი მუშაობს საქართველოში და სურთ, კიდევ უფრო გააფართოონ თავიანთი წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. ამჟამად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც უკავშირდება რეგიონულ განვითარებას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას. მათი მხრიდან დაინტერესება კარგი ნიშანია იმისა, რომ არამხოლოდ საფრანგეთის სამთავრობო წრეები, არამედ კერძო სტრუქტურებიც დაინტერესდებიან საქართველოთი, რათა დაამყარონ ურთიერთობები ქართულ ბიზნესწრეერთან“,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სააგენტოს წარმომადგენლობის გახსნა თქვენს ქვეყანაში. ვისაუბრეთ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც შეგვიძლია გაგიწიოთ როგორც ფინანსური, ისე საექსპერტო დახმარების კუთხით. განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხორციელდება ახალი მთავრობის პირობებში საქართველოში განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ასევე სამთო-სათხილამურო, ურბანული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან არსებობს ნება, რომ სხვადასხვა პროექტები განხორციელდეს როგორც სახელმწიფოს ისე კერძო კომპანიების მხრიდან,“ - განაცხადა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დელეგირებულმა დირექტორმა ჟაკ მუანვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41