შეხვედრაზე თავის არიდება სააკაშვილის მხრიდან მორიგი დესტრუქციული ნაბიჯია - დავით ლილუაშვილი

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 16:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ შეხვედრაზე თავის არიდება სააკაშვილის მხრიდან მორიგი დესტრუქციული ნაბიჯია, - ამის შესახებ კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი აცხადებს. მისი თქმით, სააკაშვილის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ აპრილის ბოლოს ის მთავრობას დაითხოვს, მცდარია და "ნაციონალური მოძრაობის " ხელისუფლებაში დაბრუნება არ მოხდება.

"ტყუილად ვარაუდობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წაქეზებული სააკაშვილი, რომ აპრილის ბოლოს დაითხოვს მთავრობას და მოხდება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. ნაციონალებს ვერც 19 აპრილის დაანონსებული მიტინგი ვერ უშველის და ვერც სააკაშვილზე მორგებული კონსტიტუცია.

მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, მიცვალებულები უკან ვერ ბრუნდებიან, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა თავისი 9-წლიანი ავტორიტარული მმართველობით დაამთავრეს პოლიტიკური საქმიანობა", - აცხადებს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა დღეს, 15:00-დან 18:00 საათამდე, უნდა მომხდარიყო. განცხადება, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის დღეს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას ორშაბათს, 4 მარტს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5