საია ქუთაისში მიმდინარე მოვლენების გამო ხელისუფლებას მიმართავს

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 15:29

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქუთაისში განვითარებული მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელებაისკენ მოუწოდებს.

"ჯეონიუსი" საიას მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:

1. ვინარჩუნებთ რა სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ თითოეულ მხარეს მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და ჩვენი ქვეყნის მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებები, გამოიჩინონ ერთმანეთისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ პატივისცემა და პოლიტიკური პროცესები წარმართონ მშვიდ და კონსტრუქციულ რეჟიმში;

2. მოვუწოდებთ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მიაღწიონ კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმს ქალაქისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში. არ დაუშვან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლა, რაც უპირველეს ყოვლისა დააზარალებს საზოგადოების ინტერესებს;

3. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ აუცილებლად მიგვაჩნია ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება. ამისათვის, ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავდეს ეფექტური მოდელი დეცენტრალიზაციისა, რომლის დანერგვა უზრუნველყოფს ფუნქცია-მოვალეობების და მათ განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური და ქონებრივი რესურსების ოპტიმალურ განაწილებას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის;

4. გვინდა განვაცხადოთ, რომ ქ. ქუთაისს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, სჭირდება ოპტიმალური ზომის, მობილური, კარგად ორგანიზებული მუნიციპალური ორგანოები, დაკომპლექტებული არა პოლიტიკური პარტიის (ან პარტიების) წარმომადგენლებით, არამედ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით, რომელთაც ექნებათ შესაბამისი (ღირსეული) ანაზღაურება; აუცილებლად მიგვაჩნია, ქ. ქუთაისში უმოკლეს დროში დაიწყოს თვითმმართველობის ორგანოების ოპტიმიზაციაზე მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით;

5. მოვუწოდებთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე კადრის მიღება მოხდეს საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად კონკურსის საფუძველზე და ინფორმაცია თითოეული ვაკანსიის შესახებ გონივრულ ვადებში გამოქვეყნდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდზე, ასევე მედიაში;

6. მივმართავთ ქ. ქუთაისის თვითმმართველობას, ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია მერიის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ; ასევე პროაქტიურ რეჟიმში მიაწოდოს საზოგადოებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ნებისმიერი ხარჯის დასაბუთება, რომლის მიმართაც არსებობს, ან მომავალში გაჩნდება საზოგადოების მაღალი ინტერესი;

7. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული ხარჯების ზედა ზღვარი ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების მიმართ. აღნიშნული ზღვარი პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს საკრებულოს დადგენილებით, ხოლო შემდეგ, დაყენებული იქნეს საკითხი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ;

8. უახლოეს მომავალში დაიწყოს მუშაობა 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე, რათა საკმარისი დრო იყოს იმისათვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს სრულყოფილად პროგრამული ფორმატით, სადაც თითოეულ პროგრამას ექნება მკაფიო დასაბუთება, ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისათვის განსახორციელებელი აქტივობები კონკრეტული ვადების მითითებით, ასევე თითოეული აქტივობის და მთლიანად პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები ან/და სამსახურები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს მისაღები შედეგები და მათი შეფასების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნეს მთელს ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა;

9. ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, ვინც გაიზიარებს ზემოთ აღნიშნულ წინადადებებს და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მათ პრაქტიკულ განხორციელებაში ქალაქისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე." - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41