მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს - ოთარ აბესაძე

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 15:27

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ოთარ აბესაძე, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკური განვთარების ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე ექსპორტის თემის განხილვისას სააკაშვილის შეფასება, პირდაპირი უხეში ჩარევაა.

"მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს. ვფიქრობ, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით უხეში ჩარევა და ხელის შეშლა ქართულ-რუსულ სავაჭრო ურთიერთობებში", - განაცხადა აბესაძემ "ჯეონიუსთან" საუბარში.

ასევე, მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესებული უნდა იყოს კავკასიის რეგიონებში ეკონომიკური ურთიერთობებით, რათა საქართველომ შეაღწიოს რუსულ ბაზარზე.

"იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტია და ყველაზე მეტად თავად უნდა იყოს დაინტერესებული კავკასიის რეგიონში მშვიდობით და გახსნილი ეკონომიკური ურთიერთობებით, რომ საქართველომ შეაღწიოს ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც რუსეთია, სადაც ჩვენი ნაწარმის ცნობადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იგი ვალდებული იყო, მინიმუმ, ამ თემით მსგავსი აპელირება არ დაეწყო. ეს ხომ მისი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესია. მან გააკეთა საპირისპირო, არადა მახსოვს მისი ადრინდელი განცხადებები, რომ იგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზადყოფნას გამოთქვამდა რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე", - აღნიშნა აბესაძემ.

ნუგო სოტკილავა

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46