სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაცვას მაინც უზრუნველყოფს

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 15:21

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაცვის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სამსახურის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის სურვილისა, დაცვის გარეშე გადაადგილდეს, ისინი კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მაინც შეასრულებენ და პრეზიდენტის დაცვას უზრუნველყოფენ.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოქმედებს მკაცრად განსაზღვრული ვალდებულების მიხედვით და არ შედის არანაირ პოლიტიკურ დისკუსიაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, განვახორციელოთ კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველვყოთ პრეზიდენტის უსაფრთხოება. კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს დაცული", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტით სარგებლობაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მისი დაცვის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დანიშნა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4