ილუზიაა, რომ პრეზიდენტს მართლა შეუძლია უსაფრთხოდ გადაადგილდეს - ლევან ბერძენიშვილი

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 15:01

ილუზიაა ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტს მართლა შეუძლია უსაფრთხოდ გადაადგილდეს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ თუ ძალიან წესიერად მოვიქცევით, თვითონაც კარგად იცის, რა ინტერესები აქვს ზოგიერთ ქვეყანას მისი პერსონის მიმართ, - აცხადებს უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტი იქნება დაცული იმის მიუხედავად, მას უნდა თუ არა ეს. 

"ეს არის სახელმწიფო ამოცანა, ამიტომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდეს", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტით სარგებლობაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მისი დაცვის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დანიშნა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის სურვილისა, არ ემსახურებოდეს სახელმწიფო დაცვა, ისინი კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მაინც შეასრულებენ და პრეზიდენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41