პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა დღეს არ შედგება

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 14:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად იყო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ნებისმიერ დროს შეხვედროდა.მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერის წერილი გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო, მისულიყო პრემიერთან და ყველა საკითხზე ესაუბრათ. 

"პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრის, დღეს სამი საათიდან ექვს საათამდე ნებისმიერ დროს და ამის თაობაზე თითქოს იყო წინასწარი საუბარი. თუმცა, წუხელ, გვიან ღამით მაცნობეს, რომ პრეზიდენტს კვირის ბოლომდე შეხვედრა არ შეუძლია, ვინაიდან, სხვა მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და, შესაძლოა, ქვეყანაშიც არ იყოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

განცხადება, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის დღეს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5