სააკაშვილი თუ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმრავლესობა პოლიტიკურ კინკლაობას დაასრულებს - ზვიად ძიზიგური

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 13:59

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას უკვე გააჩნია საკმარისი ხმები რაოდენობა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად და პარლამენტში მისი განხილვა თვის ბოლოს მოხდება.

როგორც ზვიად ძიძიგურმა „ფრონტნიუსის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, რომ ის და მისი გუნდი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა „პოლიტიკურ კინკლაობას დაამთავრებდა".

"თუკი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ის მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმრავლესობა პოლიტიკურ კინკლაობას დაამთავრებდა, თუმცა, სააკაშვილმა გამოსვლაში ყველაფერზე ილაპარაკა, გარდა იმ კითხვაზე პასუხისა, რომელიც მის მიმართ პრემიერს ჰქონდა", - განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 იანვარს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება და ნამდვილად არ შედის ეროვნულ ინტერესებში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5