შუალედური არჩევნებისათვის პარტიებს რეგისტრაციის ვადა დღეს ეწურებათ

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 13:33

პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს რეგისტრაციის ვადა დღეს ეწურებათ. ცესკო-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სააარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით უკვე მიმართეს შემდეგმა პარტიებმა: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტია", "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა", "საქართველოს მშრომელთა საბჭო", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო", "სახალხო პარტია", "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე", "ევროპელი დემოკრატები", "მერაბ კოსტავას საზოგადოება", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და " ახალი მემარჯვენეები".

შუალედურ არჩევნეში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ორმა საინიციატივო ჯგუფმაც გაიარა, რომელთაც კანდიდატები ზვიად ჩიტიშვილი და ზურაბ ქადაგიძე ნაძალადევის ოლქში წარადგინეს.

პარლამენტის შუალედური არჩევნების 27 აპრილს დანიშვნის შესახებ განკარგულება ცესკო-მ 15 თებერვალს მიიღო. არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 27 აპრილს გაიმართება.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება შეუჩერდათ - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55