შსს-მ კახეთში განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 12:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ალექსი პ. დააკავეს.

დაკავებულმა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი, 1977 წელს დაბადებული რამაზ კაციაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი – ერთლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს.

ალექსი პ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44