ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 12:37

ჰელმანდის პროვინციის „სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ“ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მასში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 32-ე და 12-ე ქართული ბატალიონების 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ოპერაციის, კოდური სახელით „დინამიური პარტნიორობა“, მთავარი მიზანი შურაკაის რაიონში ჩარჩენილი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა იყო, ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა კი - „წითელი გზისა“ და „ბამას გზის“ გაკონტროლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქმედო არეალი 40კმ-ს ფარავდა.

სამხედრო ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. „დინამიურ პარტნიორობა“-ში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეშვიდე საბრძოლო პოლკის მე-2 საინჟინრო ბატალიონი, პირველი სატანკო ბატალიონი, მე-2 ლოგისტიკური პოლკი და მსუბუქ ვერტმფრენთა 169-ე ესკადრილია იღებდა მონაწილეობას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39