ნოდარ ხადურმა ფრანგული მხარისგან სრული მხარდაჭერის გარანტია მიიღო

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 12:21

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილეს რიჩარდ ბაუჩერს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რათა საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც OECD არაწევრ პარტნიორებს სთავაზობს. ისაუბრეს ქართული მხარის სამთავრობო პოლიტიკის შესახებ.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გლობალურ ფორუმზე განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის, ისეთი საკითხი, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და ამ პროცესში კონკურენციის გამოყენება. გაკეთდა ძალიან საინტერესო მოხსენებები ამ მიმართულებით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. რაც შეეხება OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრას, შედგა ძალიან სასარგებლო დიალოგი, რომელზედაც ფრანგულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერის გარანტია. გარანტია იმისა, რომ როგორც ეუთო, ისე სხვა ორგანიზაციები მოავლენენ თავის წარმომადგენლებს და ექსპერტებს, რათა დახმარება გაგვიწიონ საქართველოში მიმდინარე რეფორმებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სფეროებზე, რომელებშიც საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო დღევანდელი ფორუმის მნიშვნელობას, კონკურენციის პოლიტიკას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. განვიხილეთ ის სფეროები, რომელზედაც მუშაობს დღევანდელი მთავრობა, მათ შორის, სოციალურ სფეროში, ჯანდაცვის მიმართულებით. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება“,- განაცხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ რიჩარდ ბაუჩერმა.

ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრები საფრანგეთის განვითარების სააგენტოში, პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საფრანგეთის ბიზნეს-ფედერაციაში, საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროში.

ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5