უნივერსიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თეა წულუკიანს არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება - გოგა ხაჩიძე

პარასკევი, 01 მარტი, 2013 - 13:22

რამდენად კანონიერად უკავია ქ-ნ თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტი. ეს კითხვა ჰაერიდან არ გამიჩნდა. ორი დღეა კონსულტაციებს გავდივარ იურისტებთან და ექსპერტებთან, გულდასმით შევისწავლე ქ-ნი თეა წულუკიანის ოფიციალურად გამოქვეყნებული ბიოგრაფია და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პასუხი არ იკითხება. როგორც მატყობინებენ, იუსტიციის სამინისტრომ თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხისგან, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვებს. არადა, ყველაფერი მარტივადაა: თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კითხვები აღარ არსებობს, ხოლო თუ არა აქვს, მაშინ კანონი ირღვევა", - ამის შესახებ გოგა ხაჩიძემ " ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თეა წულუკიანს არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

ცნობისთვის, " საზოგადოებრივმა მაუწყებელმა " სიუჟეტი მოამზადა, რომლის თანახმადაც თეა წულუკიანის სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობებია და დიპლომშიც საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5